ბოლო მონაცემებით, ქარიშხალ „ირმას“  14-მდე ადამიანი ემსხვეპლა ბოლო მონაცემებით, ქარიშხალ „ირმას“ 14-მდე ადამიანი ემსხვეპლა />


  12:27:55     08-09-2017

ბოლო მონაცემებით, ქარიშხალ „ირმას“ 14-მდე ადამიანი ემსხვეპლა

a70768.jpg

ბოლო მონაცემებით, ქარიშხალ „ირმას“  14-მდე ადამიანი ემსხვეპლა. სტიქია უკვე რამდენიმე დღეა კარიბის ზღვის კუნძულებს უტევს. 

შტორმმა დამანგრეველი ძალით ამჯერად ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებს გადაუარა. ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები გადახადა, წაქცეულია ხეები, ტალღების სიმაღლე კი 6 მეტრს აღწევდა.
წყალდიდობა გამოიწვია ქარიშხალმა ჰაიტიზე და დომინიკელთა რესპუბლიკაში. კუბაზე მოსახლეობისა და ტურისტების მასშტაბური ევაკუაცია მიმდინარეობს. 

მეხუთე კატეგირიის ქარიშხალ „ირმას“ დასახვედრად მაიამიშიც ემზადებიან.

წითელი ჯვრის ინფორმაციით, ამ დროისთვის შტორმის შედეგად მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. ორგანიზაციაში კარიბის რეგიონში დაღუპულთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ. 0

ავტორი: