ჩინური V750 გამოსცადეს ჩინური V750 გამოსცადეს />


  11:17:58     11-05-2011

ჩინური V750 გამოსცადეს

a5798.jpg

ჩინეთმა ვეტმფრენის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი V750 გამოსცადა. ამის შესახებ The Chosunilbo იტყობინება. პირველი ფრენის ხანგრძლივობა, რომელიც 2011 წლის 7 მაისს შესრულდა, დაახლოებით 10 წუთი გრძელდებოდა. ეს გამოცდა სპეციალისტების მიერ წარმატებულად შეფასდა.

უპილოტო საფრენი საშუალება, პირველი ფრენის ფარგლებში, 25 მეტრ სიმაღლეზე ავიდა. მიზანი მართვის აპარატის გამოცდა იყო. თავისი აპარატი ჩინეთმა ფართო საზოგადოებას 2010 წელს, ქალაქ ჩჟუჰაიში, ავიასალონში წარუდგინა. V750 შეიძლება გამოყენებულ იქნას დასაზვერვად, დასაკვირვებლად და სამაშველო ოპერაციების დროს ძებნისათვის, ასევე სხვადასხვა მსგავსი ოპერაციების ჩასატარებლად.

 

V750 – ს ჰაერში ყოფნა 4 საათის განმავლობაში შეუძლია და საათში 161 კილომეტრს ავითარებს. აპარატის ფრენის მაქსიმალური სიმაღლე 500 კილომეტრია. უპილოტო საფრენ საშუალებას საკუთარ ბორტზე 80 კილოგრამი ტვირთის მიღება შეუძლია.
0

ავტორი: