11:16:32     11-05-2011
რუსულ იარაღს ერაყზე გაასაღებენ
ერაყი რუსული შეიარაღების შესყიდვით ინტერესდება. ამის შესახებ ერაყის პრეზიდენტმა ჯალილ თალაბანიმ ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თალაბან-ლავროვის შეხვედრაზევე გადაწყდა, რომ ამ საკითხს ერაყის ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიქის ხელმძღვანელობით, უახლოეს მომავალში განიხილავს.
ერაყელების არგუმენტი რუსული იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით ის არის, რომ რუსული შეიარაღება უფრო იაფია, თუმცა რამდენად სანდო და ხარისხიანია, სხვა საკითხია. აღსანიშნავია, რომ ერაყელების ასეთ გარიგებებს რუსებთან, გარკვეული მოსაზრებების გამო, ამერიკელებიც მიესალმებიან.
ალ-მალიქმა მცირე ხნის წინ განაცხადა, რომ იარაღის შესყიდვის პროცესის დაწყება ერაყის მიერ, გარკვეული აუცილებლობით არის გამოწვეული. ერაყს ტერორიზმთან ბრძოლა, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და საშინაო უსაფრთხოების დაცვა სჭირდება, საამისოდ კი, დღევანდელი რესურსები სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების კუთხით, ნაკლებად ჰყოფნის. 0