16:30:48     07-09-2017
ამერიკას ქარიშხლები ესხმიან თავს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ „ჰარვის“ მიერ მიღებულ დამანგრეველ შედეგებს ითვლიდნენ, როდესაც მეორე, ატლანტიკის ოკეანეში წარმოქმილი ყველაზე ძლიერ ქარიშხლი „ირმა“ დაატყდა თავს.ნგრევა და უბედურება ქარიშხლის ბუნებრივი შედეგია.
ქარიშხელბის სიმრავლისა და სიმზაფრის შესაბამისად ხშირად ისმის კითხვა, რატომ ქვია ისეთ გამანდგურებელ ბუნებრივ მოვლენას, ქარიშხლებს, ქალის სახელები?
როგორც აღმოჩნდა, ეს ტრადიცია მეორე მსოფლიო ომიდან იღებს სათავეს. ომამდე კი გრიგალებსაც ისე არქმევდნენ სახელებს, როგორც ქალაქებსა და კონტინენტებს. მაგალითად, 1825 წლის 26 ივლისს წმინდა ანნას ხსენების დღეს პუერტო-რიკოს გრიგალმა გადაუარა, რომელსაც წმინდანის სახელი „სანტა ანნა“ დაარქვეს, ხოლო 1828 წლის 13 სექტემბერს მოსულ გრიგალს, იმავე საბაბით - „სან ხოსე“ უწოდეს.
მეტეოროლოგიური სამსახურების ჩამოყალიბების დღიდან პრაქტიკაში შემოვიდა ტაიფუნებისა და გრიგალებისათვის სპეციალური ნომრების მინიჭება. ეს წესი მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო და საზღვაო ძალების მეტეოროლოგებმა მცირედ შეცვალეს და გრიგალებისთვის თავიანთი ცოლებისა და შეყვარებულთა სახელების დარქმევა დაიწყეს. ამ ტრადიციამ ისე მოიკიდა ფეხი, რომ 1960 წელს სპეციალური კომისიის მიერ ლათინური ალფავიტის მიხედვით ჩამოწერილი ქალთა სახელების სიაც შედგა, რომლის მიხედვით, მოვარდნილ გრიგალებს სახელს თანმიმდევრობით დაარქმევდნენ
მსოფლიოში გრიგალებისათვის სახელის შერჩევის სხვა მეთოდებიც არის ცნობილი. ცნობილი ავსტრალიელი მეტეოროლოგი კლემენტ როგი გრიგალებს ქვეყნის პარლამენტის იმ დეპუტატთა სახელებს არქმევდა, რომლებიც მეტეროლოგიური კვლევებისათვის თანხების გამოყოფის წინააღმდეგ გამოდიოდა პარლამენტში.
ბუნებრივი კატაკლიზმებით ცნობილ იაპონიაში კი კატეგორიულად აკრძალეს გრიგალებისათვის ქალთა სახელის შერქმევა, რადგან მათთვის ქალი სინაზისა და თავშეკავებულობის სიმბოლოა.
ამერიკაში თითქმის 6 ათასმა ადამიანმა უკვე მოაწერა ხელი პეტიციას, რომელშიც ქარიშხალი "ირმას" სახელის შეცვლას ითხოვენ. ხელმომწერებს სურთ, რომ სტიქიას "ივანკა" დაერქვას. "ქარიშხალი ჰარვი ჰიუსტონში, იყო ნათელი მაგალითი იმისა, როგორი საშიში შეიძლება იყოს კლიმატური ცვლილებები. სამწუხაროდ, ტრამპის ადმინისტრაცია სულ უფრო და უფრო უკან მიიწევს და გარემოს დაცვაზე აღარ ზრუნავს", - წერია პეტიციაში. ტექსტში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ივანკა, წინასაარჩევნო პერიოდის დროს, მოსახლეობას დაპირდა, რომ კლიმატის საკითხში შეეცდებოდა გავლენა მოეხდინა მამაზე, მან"მშვიდად მიიღო ადმინისტრაციის გადაწყვეტილება". საუბარია აშშ-ის მიერ პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გამოსვლაზე.
0