16:07:13     07-09-2017
სოფელ ბორითთან ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა
ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 167-ე კილომეტრზე ერთმანეთს ორი მსუბუქი და ერთი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
0