14:11:05     07-09-2017
ვლადიმერ პუტინი: ტილერსონი ცუდ კომპანიაში მოხვდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, რომელსაც მანამდე რუსეთის მშვიდობის ორდენი აქვს მიღებული, ცუდ კომპანიაში მოხვდა.
„ჩვენ ბატონ ტილერსონს მეგობრობის ორენი გადავეცით, მაგრამ როგორც ჩანს, ისე ცუდ კომპანიაში მოხვდა და ცოტა სხვა მიმართულებით დაიწყო მოძრაობა", - განაცხადა პუტინმა. რუსეთის ლიდერი იმედოვნებს, რომ რუსეთთან თანამშრომლობით ტილერსონი „სწორ გზას“დაუბრუნდება.
მან ისიც აღნიშნა, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობას.რექს ტილერსონი სახელწმიფო მდივნის თანამდებობის დაკავებადე, არაერთხელ იმყოფებოდა რუსეთში.
0