13:51:21     07-09-2017
იენს სტოლტენბერგი: ჩრდ. კორეა წარმოადგენს გლობალურ საფრთხეს და პასუხიც გლობალური უნდა იყოს

„ჩრდილოეთ კორეა წარმოადგენს გლობალურ საფრთხეს და პასუხიც გლობალური უნდა იყოს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტალინში მყოფმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განუცხადა.
„გაერო-ში ჩრდილოეთ კორეის შესახებ სანქციები შეთანხმებულია. მნიშვნელოვანია, რომ სანქციების იმპლემენტაცია მოხდეს. ჩრდილოეთ კორეა წარმოადგენს გლობალურ საფრთხეს და პასუხიც გლობალური უნდა იყოს. მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, პატივი სცეს გაერო-ს რეზოლუციებს და აღებულ ვალდებულებებს“, - აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი.
ესტონეთში შეკრებილი თავდაცვის მინისტრები სანქციების საკითხზე მსჯელობენ.
0