12:05:42     07-09-2017
ბათუმში ძლიერი წვიმის გამო ე.წ. ჭაობის დასახლება დაიტბორა
ბათუმში გადაუღებელი წვიმის გამო ე.წ. ჭაობის დასახლებაში, ის ადგილები, სადაც სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს დაიტბორა.
ადგილზე გასულები არიან სპეციალისტები და ქალაქში სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რათა წყლის დაგუბება არ მოხდეს.
წვიმისა და ქარის შედეგად სანაპიროზე ერთ-ერთი ღამის კლუბის შენობაც დააზიანა.
შტორმის სიმძლავრე ზღვაზე 4-5 ბალს აღწევს.
სინოპტიკოსები გამოდარებას ხვალიდან ვარაუდობენ.
0