11:54:24     07-09-2017
თბილისში რამდენიმე მამაკაცი უცხოელ ტურისტს თავს დაესხა
თბილისში ალექსიძის 1 ნომერში უცხოელ ტურისტს თავს დაესხნენ. მიზეზი, სავარაუდოდ, ძარცვაა.
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის თქმით, ერთ-ერთი მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზოსთან 3 უცნობი მამაკაცი რუსს ვიზიტორს სასტიკად გაუსწორდა. ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. თავდასხმას შეესწრო დაშავებული ტურისტის მეგობარი გოგონაც.
უცხოელი ტურისტის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. საუბარია, 178-ე, ძარცვის მუხლზე.დაზარალებული რუსი ტურისტი შესაძლოა დღესვე დაკითხონ, გამომძიებლები ექიმების შესაბამისს ნებართვას ელოდებიან.
0