ქარიშხალმა „ირმამ“ შვიდი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ქარიშხალმა „ირმამ“ შვიდი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა />


  10:46:20     07-09-2017

ქარიშხალმა „ირმამ“ შვიდი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

a70697.jpg

ქარიშხალი „ირმა“, რომელიც ბოლო ათწლეულების ყველაზე საშიში სტიქიაა, ატლანტიკის კუნძულებს დაატყდა თავს. ქარიშხალის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. მსხვერპლი კარიბის ზღვის აუზის საფრანგეთის ტერიტორიებზე მოჰყვა.

კიდევ ერთი ადამიანი კუნძულ ბარბიდაზე მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 2 გარდაცვლილის შესახებ. კარიბის ზღვის კუნძულებზე ქარიშხლის გამო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოშლილია, მოსახლეობის უმეტესობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, „ირმასგან“ მიყენებული ზარალი ასეული მილიონობით დოლარია.
ქარიშხალი პუერტო-რიკოს უახლოვდება. სპეციალისტების განცხადებით, დროთა განმავლობაში, სტიქია უფრო გაძლიერდება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატში, პუერტო-რიკოსა და ვირჯონიის კუნძულებზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ტროპიკული ქარიშხლის დონე მეხუთე, მაქსიმალურ კატეგორიას განეკუთვნება.

ქარიშხალმა „ჰარვიმ“ დამანგრეველი დარტყმა მიაყენა ტეხასის შტატსა და ლუიზიანას. დაიღუპა 70-მდე ადამიანი, ქარიშხალმა და წყალდიდობამ 100 000 სახლი დააზიანა.

0

ავტორი: