Facebook-ი რუსეთის მიერ დაფინანსებულ  დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს Facebook-ი რუსეთის მიერ დაფინანსებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს />


  09:45:34     07-09-2017

Facebook-ი რუსეთის მიერ დაფინანსებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს

a70689.jpg

BBC-ის მიერ გვრცელებული ინფორმაციით, კომპანია Facebook-მა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც რუსეთი რეკლამას სოციალური ქსელის ველში მომხმარებელზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით იყენებდა.

Facebook-ის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სწორედ ამ რეკლამებს უკავშირდება 470 ექაუნთი, რომლებიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ ან სოციალური ქსელის წესებს არღვევენ. 

კომპანიის ცნობით, 2015 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისამდე პერიოდში 3 000 სარეკლამო ბანერი გაიყიდა, რომელთა ფასი 100 000 დოლარი იყო.

კომპანიაში განმარტავენ, რომ რეკლამები არ უკავშირდებოდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს. ის ეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა ლგბტ საზოგადოება, რასიზმი და იარაღზე კონტროლიFacebook-ის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო გავლენაზე დაწყებულ გამოძიებასთან თანამშრომლობს. 0

ავტორი: