23:40:46     06-09-2017
საგარეჯოში ავტოავარიას 17 წლის მოზარდი ემსხვერპლა
საგარეჯოში ავტოავარიას 17 წლის მოზარდი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ბადიაურში მოხდა.
Honda-ს და Ford-ის მარკის საპირისპირო გზაზე მოძრავი მანქანები ერთანეთს შეეჯახნენ. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო , რომ Honda-ს ავტომობილის მგზავრი ადგილზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მომხდარის მიზეზს გამოძიება დაადგენს.
0