კოსმოსური მტვერი დედამიწაზე კოსმოსური მტვერი დედამიწაზე />


  15:03:57     06-09-2017

კოსმოსური მტვერი დედამიწაზე

a70665.jpg

ნორვეგიელმა მოყვარულმა მეცნიერმა ჯონ ლარსენმა მოიფიქრა, როგორ უნდა ვიპოვოთ კოსმოსური მტვერი დასახლებულ ადგილებში, რაც მეცნიერებს შეუძლებელი ეგონათ, ისინი ამ ნაწილაკებს დაუსახლებელ ადგილებში ეძებენ.

ლარსენის აზრით, შესაძლებელი უნდა იყოს მათი დასახლებულ ადგილებში შეგროვებაც. მიკრომეტეორიტები ვარსკვლავების აფეთქებისას, კომეტების აორთქლებისას და ასტეროიდების შეჯახებისას წარმოქმნილი ნაწილაკებია. ლარსენმა იმ ფორმების ამოცნობა ისწავლა, რომლებიც ამ ნაწილაკებს ატმოსფეროში ვარდნისას უყალიბდებათ.

მოყვარულმა მეცნიერმა, მიკრომეტეორიტები სახურავების წყალსადენებში დარჩენილი მიწის გაცრითა და მაგნიტის გამოყენებით იპოვა. მან შეგროვებული 48 ნაწილაკი ლონდონის იმპერიული კოლეჯის პლანეტოლოგ მეთიუ ჯენჯის აჩვენა. დათვალიერების შემდეგ, ჯენჯიმ დაადასტურა, რომ ეს მართლაც მიკრომეტეორიტები იყო. „ჯონი იყო ის, ვინც ერთი მიკრომეტეორიტის საპოვნელად, მიკროსკოპში ასიათასობით ნაწილაკს ათვალიერებდა“, – თქვა ჯენჯიმ.

0

ავტორი: