13:11:23     06-09-2017
ტრამპმა ბამას დროს დამტკიცებული სამთავრობო პროგრამა გააუქმა
![a70657.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a70657.jpg)
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს განკარგულება საიმიგრაციო პროგრამა “დაკას” გაუქმების შესახებ გამოსცა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
“დაკა” პრეზიდენტ ობამას დროს დამტკიცებული სამთავრობო პროგრამის მოკლე სახელია, რომელიც ამერიკაში მცირეწლოვან ასაკში ჩამოყვანილ, დაახლოებით 800 ათასამდე უსაბუთო ახალგაზრდა იმიგრანტს დეპორტაციისგან იცავდა.
ტრამპმა კონგრესს ახალი განკარგულების დასამტკიცებლად 6 თვის ვადა მისცა. პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშენსმა გააკეთა, რითაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე მოქმედ შეღავათებს წერტილი დაესვა.
0