თურქეთის პოლიციამ თვითმკვლელი ტერორისტი მოკლა თურქეთის პოლიციამ თვითმკვლელი ტერორისტი მოკლა />


  12:17:43     06-09-2017

თურქეთის პოლიციამ თვითმკვლელი ტერორისტი მოკლა

a70652.jpg

თურქეთის პოლიციამ თვითმკვლელი ტერორისტი მოკლა, რომელიც ქალაქ მერსინში მდებარე თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის განყოფილებაზე თავდასხმას გეგმავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტს ე.წ „შაჰიდის“ ქამარი ჰქონდა. ის შენობაში შეჭრას ცდილობდა, თუმცა პოლიციელებმა მას ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზე მოკლეს.

ამჟამად ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ.როგორც ქალაქ მერსინის პროკურორმა მუსტაფა ერჯანმა განაცხადა, ლიკვიდირებული ტერორისტი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო.

0

ავტორი: