გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა />


  10:24:32     06-09-2017

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

a70626.jpg

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების მორიგი ფაქტი გამოავლინა.

ხონის რაიონის სოფელ ღვედში, დევნის შედეგად, მერსედესის მარკის მიკროავტობუსი გააჩერეს, რომელიც 112-ის განმასხვავებელი ყალბი სტიკერებითა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების მსგავსი, ლურჯი ფერის სანათი საშუალებებით (ციმციმა) იყო აღჭურვილი. მერსედესის მარკის მიკროავტობუსის სალონში, 3 მ3 დახერხილი ხე-მასალა იყო განთავსებული.

მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი. ხოლო, სპეცსიგნალებსა და სანათ საშუალებებს შსს-ს ნებართვის გარეშე იყენებდა.

ადგილზე გამოცხადნენ შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეგზავნება შესაბამის ორგანოებს.

0

ავტორი: