09:58:49     06-09-2017
კარიბის ზღვის სახელმწიფოებსა და აშშ-ს ქარიშხალი „ირმა“ უახლოვდება
სინოპტიკოსების ინფორმაცით, მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი ატლანტის ოკეანეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში წარმოქმნილი ყველაზე ძლიერი ქარიშხალია. ქარის სიჩქარე საათში 295 კილომეტრს მიაღწევს.
ქარიშხალი ამჟამად პუერტო რიკოსა და დომინიკის რესპუბლიკის მიმართულებით მოძრაობს. რეგიონის ქვეყნებში და აშშ-ის ფლორიდის შტატში უკვე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.
ფლორიდის შტატში მდებარე მონროს ოლქში ტურისტების ევაკუაცია დაიწყო. ასევე ფლორიდის სამხრეთით საზვაო ავიაციის ბაზიდან დაახლოებით 5 ათასამდე სამხედრო მოსამსახურისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციას განხორცირლდა.
26 აგვისტოს, ტეხასს ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი სტიქია დაატყდა თავს. ქარიშხალმა „ჰარვიმ“ დამანგრეველი დარტყმა მიაყენა ტეხასის შტატსა და ლუიზიანას. დაიღუპა 60-მდე ადამიანი, ქარიშხალმა და წყალდიდობამ 100 000 სახლი დააზიანა.ქარიშხლის გამო პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატში, პუერტო-რიკოს ამერიკულ ტერიტორიასა და ვირჯინიის კუნძულებზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
0