მოსამართლემ ოთარ აბესაძე პატიმრობაში დატოვა მოსამართლემ ოთარ აბესაძე პატიმრობაში დატოვა />


  17:43:49     05-09-2017

მოსამართლემ ოთარ აბესაძე პატიმრობაში დატოვა

a70614.jpg

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის დღევანდელი პროცესი დასრულდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ და აბესაძე პატიმრობაში დატოვა. 

საქმის არსებითი განხილვა 14 სექტემბერს გაგრძელდება. 

ოთარ აბესაძის საქმის განხილვა გუშინ მისივე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. 

შეგახსენებთ, 14 ივლისს, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ოთარ აბესაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ოთარ აბესაძეს ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 13 ივლისს წაუყენეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა.

0

ავტორი: