16:19:40     05-09-2017
ვლადიმერ პუტინი: ტრამპით იმედგაცრუებული ვერ ვიქნები, ის ჩემი პატარძალი არ არის და არც მე ვარ მისი სასიძო
პუტინმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციზე, სადაც ის "ბრიქსის" წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტში მონაწილობდა, მან კონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ვლადიმერ პუტინს ჰკითხა, რამდენად კმაყოფილია ის დონალდ ტრამპთან ურთიერთობებით?
„ტრამპით იმედგაცრუებული ვერ ვიქნები, ის ჩემი პატარძალი არ არის და არც მე ვარ მისი სასიძო, თქვენი კითხვა მიამიტურად ჟღერს, რადგან ჩვენ, მეც და ტრამპიც სახელმწიფოებრივი საქმეებით ვართ დაკავებულები. ორივე ვმოქმედებთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე“, - ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენეტმა ჟურნალისტს.
მანამდე კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დიალოგის წარმოება ქვეყანასთან, რომელსაც ავსტრია და ავსტრალია ერთმანეთში ერევა, რთულია. ეს იყო პასუხი კითხვაზე, რომელიც მოსკოვისა და აშშ-ს თანამშრომლობას ეხებოდა.ჟურნალისტებთან საუბრისას, პუტინმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი იტოვებს უფლებას, რუსეთში მომუშავე აშშ-ის დიპლომატების რიცხვი კიდევ შეამციროს.
პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთში მდებარე აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა როდენობა 455-მდე შემცირდა. შეგახსენებთ, რომ 1 სექტემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის სამი დიპლომატიური ობიექტის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება პირადად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო.
31 აგვისტოს აშშ-მ რუსეთს სან-ფრანცისკოში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მდებარე საკონსულო ობიექტების დახურვა მოსთხოვა, რაც კრემლის გადაწყვეტილების საპასუხო ქმედება იყო.
0