მოსკოვში ერთ-ერთ სკოლაში 15 წლის მოზარდმა ცეცხლი გახსნა
მოსკოვში, ივანტეევკის სახელობის სკოლაში, 15 წლის მოსწავლე კლასში შევიდა და მასწავლებელს თავში ცული მოარტყა. შემდეგ კლასში კუსტარულად დამზადებული პეტარდები ააფეთქა და პნევმატური იარაღიდან სროლა დაიწყო. დაჭრილია ოთხი ადამიანი. თანაკლასელების თქმით, თავდამსხმელი მათ მანამდე ემუქრებოდა. „მას ჩემი და ჩემი მეგობრის მოკვლა უნდოდა. თავიდან ვფიქრობდით, რომ ხუმრობდა და სერიოზულად არ აღვიქვამდით და დღეს, როდესაც შემოვიდა კლასში, მგონია, რომ სწორედ ჩვენი მოკვლა სურდა", - განაცხადა ერთ-ერთმა მოზარდმა. თავდამსხმელის დის თქმით, ძმის აგრესიის მიზეზი თანაკლასელების მხრიდან დამცირება იყო. "ისინი ჩემს ძმას ჩაცმულობის გამო დასცინოდნენ", - განაცხადა 15 წლის თავდამსხმელის დამ. მოზარდი დაკავებულია. მის მიმართ აღძრულია საქმე ხულიგნობის მუხლით.მომხდარის დროს პედაგოგები და მოსწავლეების ევაკუაცია განხორცილდა. ისინი სკოლის სპორტულ მოედანზე გაიყვანეს. დანაშაულის მოტივი და სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
0