14:21:55     04-09-2017
შავნაბადის ტყეში ხანძრის კერები გაფართოვდა
ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადის ტყეში ძლიერი ქარისა და სიცხის გამო ხანძრის კერების ტერიტორია გაფართოვდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის საჭიროება არსებობს.
ერთი საათის წინ გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ შავნაბადის მთაზე გაჩენილი ხანძრის 99% ლოკალიზებულია.
ტყეში ხანძარი 3 სექტემბრის საღამოს გაჩნდა. ადგილზე 120 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
0