14:00:32     04-09-2017
„Burning man“- ჯადოსნური ფესტივალი შუაგულ უდაბნოში
Burning man-ი ხელოვნებისა და მუსიკის ყოველწლიური ფესტივალია.
ყოველწლიური ფესტივალი Burning man ანუ "ცეცხმოკიდებული ადამიანი" 1986 წლიდან იმართება ნევადის შტატში, უდაბნო ბლეკ-როკში.უნიკალური სანახაობის საყურებლად ათიათასობით ადამიანი ჩამოდის მთელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.სტუმრები შეიძლება გახდნენ არამარტო მაყურებლები, არამედ გრანდიოზული ფეერიული შოუს მონაწილეები.
ფესტივალის მონაწილეები პირდაპირ შუა უდაბნოში აწყობენ კარვების ქალაქს, სადაც თავადვე იქმნიან ცხოვრების პირობებს.
ამ ქალაქის მცხოვრებლები არაჩვეულებრივად მრავალფეროვანია: აქ გვხვდებიან მუსიკოსები და მოცეკვავეები, მშენებლები და ინჟინრები, კონსტრუქტორები და მომღერლები და კიდევ უამრავი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი, რომელთაც აერთიანებთ ერთი რამ:თვითგამოხატვის საშუალებას მისცენ ფართო გასაქანი.
0