11:52:36     04-09-2017
ჩრდილოეთ კორეა სარაკეტო გაშვებისთვის ემზადება
![a70504.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a70504.jpg)
სამხრეთ კორეის წარმომადგენლების თქმით, ჩრდილოეთ კორეა სარაკეტო გაშვებისთვის ემზადება.
მათი განცხადებით,ჩრდილოეთ კორეამ დაასახელა ის გარემოებები, რომელიც სარაკეტო არხების მომზადებას გულისხმობს, ამიტომ შესაძლოა, ბალისტიკური რაკეტა საკონტინენტთაშორისი იყოს.
ამასთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრებმა სეულის პარლამენტში ბრიფინგი გამართეს.აშშ-მ ჩრდილოეთ კორეა გააფრთხილა, რომ ნებისმიერი საფრთხეს, რომელიც შესაძლოა თავად ან მის მოკავშირეებს შეხვდეს, მასიური სამხედრო რეაგირება მოჰყვება.
პუანგანგმა არაერთხელ გააპროტესტა გაეროს სანქციები და საერთაშორისო ზეწოლა ბირთვული იარაღის განვითარებისა და რაკეტების ტესტირების გამო.
ბოლო ორი თვის განმავლობაში მან ჩაატარა ინტერკონტინენტალური ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო ტესტები. ის ასევე, დაემუქრა ამერიკას წყნარი ოკეანის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ ორშაბათს საგანგებო სხდომა გამართა.
როგორ უნდა მოიქცეს ტრამპი ჩრდილოეთ კორეაში?
რა არის სამხედრო ვარიანტი?
„შეხვედრის წინ, სამხრეთ კორეის და იაპონიის ლიდერები შეთანხმდნენ ჩრდილოეთ კორეისთვის გაეროს რეზოლუციის გაძლიერებაზე“, - განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის სასახლის სპიკერმა.უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის ექსპორტზე, აგვისტოში სანქციები დააწესა.ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კი განაცხადა: „ჩვენ კვლავაც ვხედავდით უფრო მეტი ბალისტიკური რაკეტის გაშვების ნიშნებს“.
"ტრენინგი ცხადყოფს სამხრეთ კორეის სამხედრო გადაწყვეტილებას, რომ გაანადგუროს არა მხოლოდ პროვოკაციის წარმომავლობა, არამედ მტრის ხელმძღვანელობა და მხარდამჭერი ძალები, თუ ისინი საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ხალხის უსაფრთხოებას", - განაცხადა სამხრეთ კორეის ახალი ამბების სააგენტომ.სამხრეთ კორეა და აშშ ასევე "პრინციპულად" შეთანხმდნენ, რომ გადახედონ მიმდინარე სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლის მიხედვითაც სამხრეთმა შეიძლება გაორმაგოს მისი ბალისტიკური რაკეტების მაქსიმალური დატვირთვა.
0