15:42:52     01-09-2017
ინდოელმა 12 წლის გოგონამ თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც მასწავლებელმა მენსტრუაციის გამო დაამცირა
![a70447.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a70447.jpg)
BBC-ი ინფორმაციას ავრცელებს 12 წლის ინდოელ გოგონაზე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით იმიტომ დაასრულა, რომ მასწავლებელმა მენსტრუაციის გამო დასცინა.
როგორც ცნობილი გახდა, გოგონას ტანსაცმელი და სკამი სისხლით დაესვარა, დასახმარებლად მასწავლებელს მიმართა, რომელმაც ნაჭერი მისცა, შემდეგ კუთხეში დააყენა და დაამცირა . მასწავლებელმა კი შემდეგ კი ამას სისტემატიური ხასიათი მიეცა.
გოგონამ სუიციდამდე წერილი დაწერა, სადაც წერს, რომ ის კლასში ბევრ დამცირებას იტანდა და ამის გამო იტანჯებოდა.გოგონა, სამხრეთ ინდოეთში, ტამილ ნადუ შტატში, ქალაქ პალაიამკოტაში ცხოვრობდა. ის მეშვიდე კლასში იყო.
მისმა მშობლებმა წერილი იპოვეს და სწორედ მაშინ მიხვდნენ გოგონას სუიციდის მიზეზს.
„დედა, გთხოვ მაპატიე. ვერ ვხვდები ჩემი მასწავლებელი ასე რატომ მაწამებს. არ მესმის ასე რატომ მავიწროებენ და მაწამებენ“ - წერს გოგონა.
გარდაცვლილის დედის თქმით, მასწავლებელმა მისი შვილი ერთხელ სცემა კიდეც, რადგან მას საშინაო დავალება არ ჰქონდა შესრულებული.
„ჩემი შვილი სკოლაში იყო, როდესაც მას ციკლი მოუვიდა. ამის შესახებ მასწავლებელს უთხრა. მან კი ტილო მისცა. შემდეგ ოთახის კუთხეში დააყენა. როგორ შეიძლებოდა 12 წლის ბავშვს მსგავსი დამცირებისთვის გაეძლო? - ამბობს გოგონას დედა.როგორც გაირკვა, მან თავი აღნიშნული შემთხვევიდან მეორე დღეს მოიკლა.სკოლის განცხადებით, ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ.
ინდოეთის გარკევულ ნაწილში მენსტრუაცია დღემდე ტაბუდადებული თემაა. უფრო მეტიც, ქალები მიიჩნევენ, რომ ციკლის დროს ისინი უწმინდურები არიან.
0