ატლანტის ოკეანეში ქარიშხალი „ირმა“ აქტიურდება ატლანტის ოკეანეში ქარიშხალი „ირმა“ აქტიურდება />


  15:22:20     01-09-2017

ატლანტის ოკეანეში ქარიშხალი „ირმა“ აქტიურდება

a70445.jpg

ატლანტის ოკეანეში ქარიშხალი „ირმა“ აქტიურდება, რომელიც კარიბის აუზის ქვეყნებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ვარაუდობენ, რომ შეერთებულ შტატებს ქარიშხალი შემდეგ კვირას დაატყდება თავს.

„ირმა“ ტროპიკული ქარიშხალი, ასე უწოდეს მას, ხოლო შემდეგ კი მესამე კატეგორიის დიდი ქარიშხლის სტატუსი მიანიჭეს, რადგან სიჩქარემ საათში 185 კილომეტრს მიაღწია.

ქარიშხლების ეროვნული ცენტრის თქმით, „ირმა“ დასავლეთისკენ ხუთი დღის განმავლობაში ივლის და ბოლო, მეხუთე დღეს, კარიბის ზღვასთან მეოთხე კატეგორიის სიძლიერის ქარიშხლად ჩამოყალიბდება.

მათივე განცხადებით, ქარიშხალი „ირმა“ საკმაოდ შთამბეჭდავია. ის კაბო-ვერდეს ტიპის ქარიშხალია, რომელიც ატლანტიკის ოკეანის აღმოსავლეთით, კაბო-ვერდეს კუნძულებთან ყალიბდება. მსგავსი ტიპის ქარიშხალი ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიურია.

სპეციალისტები კარიბის აუზის ქვეყნებს მოუწოდებენ, ყურადღებით იყვნენ და თვალ-ყური ადევნონ ქარიშხალს, რათა მომზადებულები შეხვდნენ მას.
სინოპტიკოსები კიდევ ერთ შტორმს აკვირდებიან, რომელიც შეიძლება მექსიკის ყურეში გამოჩნდეს კვირის ბოლოს. თუ ის მართლაც გაძლიერდება, ტეხასს და ლუიზიანას დამატებით ძლიერი ნალექი ელის.
0

ავტორი: