13:33:18     31-08-2017
ვენეციაში საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო
![a70411.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a70411.jpg)
ვენეციაში რიგით 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო. 10 დღიანი ფესტივალის ფარგლები ვენეციაში 100-მდე ფილმი იქნება ნაჩვენები, დაგეგმილია საპრემიერო ჩვენებებიც, თუმცა ოქროს ლომის ქანდაკებისთვის 20 ნამუშევარი იბრძოლებს.
მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილების პატივისცემის ნიშნად, ორგანიზატორებმა ტრადიციული გალა საღამო გააუქმეს. კინოვარსკვლავებს და მათ თაყვანისმცემლებს ქალაქში ათასობით პოლიციელი დაიცავს.
კუნძული ლიდო უკვე 73-ედ მასპინძლობს წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კინო ფორუმს. წითელ ხალიჩაზე ერთმანეთს ცნობილი მსახიობები რეჟისორები და პროდიუსერები ენაცვლებოდნენ.
მსოფლიოს უძველესი კინოფესტივალი ამერიკელი რეჟისორის ალექსანდრ პეინის ფილმის "შემცირება" ჩვენებით დაიწყო.
პრესტიჟული ფესტივალი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს, წელს მოკრძალებული ცერემონიით გაიხსნება.ვენეციის კინოფესტივალი გამოირჩევა საგანმანათლებლო, პროფესიული ხასიათის ვორქშოპებითა და მასტერ-კლასებით.
ფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი კინომოვლენაა, რომელიც ლიდოს კუნძულზე 1932 წლიდან ტარდება.
0