13:49:31     30-08-2017
აშშ-ს სასამართლომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის დაცვის 15 წევრს ბრალი წაუყენა
აშშ-ს სასამართლომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის დაცვის 15 წევრს ვაშინგტონში, თურქეთის ელჩის რეზიდენციასთან არეულობაში მონაწილეობის გამო, ბრალი წაუყენა.
ბრალდება ასევე წაუყენეს კანადისა და აშშ-ის ოთხ მოქალაქეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 19-მა ბრალდებულმა სახიფათო იარაღის გამოყენებით თავდასხმა განახორციელა და მანიფესტანტებს ფიზიკურად გაუსწორდა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, თურქეთის პრეზიდენტის დაცვის წევრებს 15-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.საქმე ეხება 16 მაისს, აშშ-ში თურქეთის ელჩის რეზიდენციასთან მომხდარ თურქეთის მოქმედი ხელისუფლების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის შეტაკებას, რომლის შედეგადაც დაშავდა 9 ადამიანი, ორმა მოქალაქემ კი სერიოზული დაზიანებები მიიღო. ინციდენტის დროს თურქეთის ელჩის რეზიდენციასთან იმყოფებოდა რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც.
თურქეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ ჩხუბის პროვოცირება თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრებმა მოახდინეს. თუმცა, სამართალდამცავების ცნობოთ, არეულობა თურქეთის ლიდერის დაცვის წევრების ქმედებების გამო დაიწყო, რომლებიც აქციის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდნენ.
0