მონტენეგროში ტყეში დაკარგულმა ტურისტმა  ხანძარი გააჩინა მონტენეგროში ტყეში დაკარგულმა ტურისტმა ხანძარი გააჩინა />


  13:19:08     30-08-2017

მონტენეგროში ტყეში დაკარგულმა ტურისტმა ხანძარი გააჩინა

a70385.jpg

მონტენეგროში, ქალაქ ბართან, ტყეში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
როგორც აღმოჩნდა, დამნაშავე პოლონელი ტურისტია, რომელსაც გზა აებნა და SOS სიგნალისთვის ტყეში ცეცხლი დაანთო. ტურისტი რამდენიმე საათში იპოვეს და დააკავეს, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება კი ამ დრომდე გრძელდება.

SOS სიგნალისთვის დანთებული კოცონიდან ცეცხლი ტყეში სწრაფად გავრცელდა და საკმაოდ დიდი ფართობი მოიცვა.

მეხანძრეები უკვე მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი დასახლებას აღარ ემუქრება, თუმცა ლიკვიდირება ჯერ ვერ ხერხდება. მონტენეგროს მთავრობა გეგმავს, დახმარებისთვის მეზობელ ხორვატიას მიმართოს.

0

ავტორი: