12:26:14     30-08-2017
ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვებამ მსოფლიო ლიდერები აღაშფოთა
ჩრდილოეთ კორეამ 29 აგვისტოს, იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. 2017 წლის დასაწყისიდან ეს ფხენიანის მიერ გაშვებული მე-18 რაკეტაა, თუმცა რაკეტის მიმართულების გამო, აღნიშნულმა ფაქტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
რაკეტამ იაპონიის დასახლებულ პუნქტს გადაუფრინა, კერძოდ ჰოკაიდოს სამხრეთ სანაპიროზე მდებარე დაბა ერიმომისაკის. რაკეტის ჩამოვარდნის შემთხვევისთვის მოსახლეობას თავშესაფრის მოძებნა ურჩიეს. ასევე გააფრთხილეს იაპონური ქალაქების მოსახლეობა ტელეფონების ან ტექსტური შეტყობინენების საშუალებით. იაპონიის მთავრობის ცნობით, მათ ტერიტორიაზე არაფერი ჩამოვარდნილა, არაფერი თქმულა გემების ან თვითმფრინავების დაზიანებაზეც.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მსოფლიო ლიდერების მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. კიმ ჩენ ინის მუქარის საპასუხოდ, გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუციები დაარღვია და საგანგებო სხდომა დანიშნა. „ საერთაშორისო საზოგადოებამ მტკიცედ უნდა დაგმოს ამგვარი ქმედებები, დადგა დრო, ჩრდილოეთ კორეამ აღიაროს, რომ თვითონ ჩააყენა თავისი თავი სახიფათო სიტუაციაში“- განაცხადა გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ.
აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახლა ერთობლივ სტრატეგიაზე მუშაობენ. ნიკი ჰეილიმ ასევე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ, ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოცდით, გაეროს ყველა რეზოლუცია დაარღვია, რის გამო შესაძლოა რაღაც სერიოზული მოხდეს.
ბოლო სარაკეტო ცდებს ფხენიანი აშშ-ის და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნების ფონზე ატარებს. ასეთი წვრთნები რეგულარულად ტარდება. მათგან ბოლო 21 აგვისტოს დაიწყო და 31 აგვისტოს დასრულდება. ექსპერტების თქმით, ჩრდილოეთ კორეის ბოლო, პროვოკაციული ნაბიჯი შეიძლება უკავშირდებოდეს ვაშინგტონის და სეულის უარს წვრთნების შეწყვეტაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიის პრემიერმინისტრმა სინძო აბემ და დონალდ ტრამპმა 40-წუთიანი სატელეფონო საუბარი გამართეს. მათ თქვეს, რომ ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლას გააძლიერებენ.
0