ჟან-კლოდ იუნკერი: ევროპის უსაფრთხოება რუსეთის გარეშე დაცული ვერ იქნება ჟან-კლოდ იუნკერი: ევროპის უსაფრთხოება რუსეთის გარეშე დაცული ვერ იქნება />


  11:44:51     30-08-2017

ჟან-კლოდ იუნკერი: ევროპის უსაფრთხოება რუსეთის გარეშე დაცული ვერ იქნება

a70382.jpg

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა პოლონეთში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოება რუსეთის გარეშე დაცული ვერ იქნება.
„ევროკავშირის ფართობი არის 5,5 მილიონი კვადრატული კილომეტრი, რუსეთის - 17,5 მილიონი კვადრატული კილომეტრი. კიდევ გაქვთ კითხვები?“ - განაცხადა მან.

მისივე განცხადებით, ევროკავშირი ვალდებულია, რუსეთთან „შესაბამისი დიალოგი" აწარმოოს, თუმცა ევროპული ფასეულობებისა და პრინციპების დათმობის გარეშე.

"მინდა ვიფიქრო, რომ რუსეთთან ურთიერთობები გაუმჯობესება, ეს დამოკიდებულია რუსეთზე და ჩვენზე,მსოფლიოში ამჟამად 60 ომი მიმდინარეობს. თუ არ ჩავთვლით უკრაინას, ევროპაში არც ერთი ომი არ არის. უკრაინა არ შედის ევროკავშირში, თუმცა, რასაკვირველია, ის ევროპული სახელმწიფოა,მართალია უკრაინის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინა არის ევროკავშირი და ნატო, თუმცა ამ მომენტისთვის უკრაინა არც ერთია და არც მეორე“- აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.

აგვისტოს დასაწყისში, ჟან კლოდ იუნკერი რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპამ თავისი ეკონომიკური ინტერესები უნდა დაიცვას.
0

ავტორი: