ქარიშხალი „ჰარვი“ და მისი შედეგები ქარიშხალი „ჰარვი“ და მისი შედეგები />


  10:57:56     30-08-2017

ქარიშხალი „ჰარვი“ და მისი შედეგები

a70381.jpg

ტეხასის შტატში წყალდიდობის შედეგად, რომელიც ქარიშხალ „ჰარვის“ მოჰყვა, დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

შტატის ზოგიერთ რაიონში წყლის რეკორდული დონეა დაფიქსირებული.

გუშინ, სტიქიის ზონაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩავიდა. ის ტეხასის შტატს სტიქიის ლიკვიდირებაში დახმარებას დაპირდა.
ამჟამად, ფედერალური ხელისუფლების განკარგულებაში, საგანგებო სიტუაციების სპეციალურ ფონდში დაახლოებით სამი მილიარდი აშშ დოლარია, რომელიც პირველად დახმარებაზე დაიხარჯება. მოსალოდნელია, რომ დონალდ ტრამპი კონგრესს დამატებითი დახმარების გამოყოფის თხოვნით მიმართავს.

არსანიშნავია, რომ ჰიუსტონში, რომელიც ქარიშხალისგან ყველაზე უფრო დაზარალდა, კომენდანტის საათია გამოცხადებული. როგორც ქალაქის მერმა სილვესტერ ტერნერმა განაცხადა, კომენდანტის საათის დაწესება აუცილებელია მაროდიორობის თავიდან ასაცილებლად.

ხელისუფლების ინფორმაციით, დაფიქსირდა მიტოვებულ სახლებში ქურდობისა და შეიარაღებული ძარცვის რამდენიმე შემთხვევა, რის გამოც საგანგებო ზომების ამოქმედება გახდა საჭირო.კომენდანტის საათი ადგილობრივი დროით შუაღამიდან დილის 05:00 საათამდე გაურკვეველი ვადის განმავლობაში იმოქმედებს.

ტეხასის შტატში მდებარე ბრაზორიას ოლქში დამბა გაირღვა, რის გამოც ადგილობრივმა მთავრობამ სასწარაფო ევაკუაცია გამოაცხადა.რამდენი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს სტიქიური უბედურების ზონაში, ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნულ ოლქში, რომელიც მექსიკის ყურის სანაპიროსთან მდებარეობს, სულ 300 0000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. აშშ-ის პრეზიდენტმა ტეხასის შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.

ქარიშხალი „ჰარვი“ ამჟამად ტროპიკულ შტორმამდე შესუსტდა. ამის მიუხედავად, სინოპტიკოსების პროგნოზით, წვიმა სტიქიის შედეგად დაზარალებულ რაიონებში კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
0

ავტორი: