12:34:10     29-08-2017
სამხრეთ კორეამ ფხენიანის საპასუხოდ რაკეტა გამოსცადა
![a70358.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a70358.jpg)
სამხრეთ კორეის სამხედრო შტაბმა, ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტკური რაკეტის გამოცდის საპასუხოდ, თავიანთი რაკეტის გაშვება გაასაჯაროვა, რომელიც მათივე ინფორმაციით, 24 აგვისტოს განხორციელდა.
ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტკური რაკეტის გამოცდა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაგმო.„ვგმობ ჩრდილოეთ კორეის მიერ იაპონიის მიმართულებით რაკეტების აგრესიულ გაშვებას. ჩრდილოეთ კორეამ უნდა შეაჩეროს თავისი სარაკეტო პროგრამები“-აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ 29 აგვისტოს, დილით, ჩრდილოეთ კორეამ მორიგი რაკეტა იაპონიის ზღვის მიმართულებით გაუშვა.
როგორც იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა, იოსიჰიდე სუგამ განაცხადა, რაკეტა, სავარაუდოდ, წყნარ ოკეანეში ჩავარდა, ჰოკაიდოს კუნძულიდან 1180 კილომეტრის მოშორებით.
0