აშშ-ში ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა აშშ-ში ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა />


  11:45:05     29-08-2017

აშშ-ში ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

a70357.jpg

ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად ამერიკის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარს შეადგენს. ინფორმაციას ადილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

ქარიშხლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. აქამდე ცნობები 5 გარდაცვლილის შესახებ ვრცელდებოდა.როგორც ირკვევა, ექვსი ადამიანი გარდაცვლილია ჰიუსტონში, საკუთარ სახლში, ერთი ადამიანი -როკპორტში, საკუთარ ნაკვეთში და კიდევ ერთი - გალვესტონთან ახლოს.

„ჰარვი“ რიგით მერვე ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალია აშშ-ში.კიდევ ერთი კომპანიის ექსპერტის განცხადებით კი, ზარალის საბოლოო მაჩვენებელმა, შესაძლოა, რომ 100 მილიარდი დოლარი შეადგინოს.

0

ავტორი: