13:46:17     09-05-2011
თურქები ახალი ტანკების წარმოებას იწყებენ
თურქული ჰოლდინგი Otokar–ი თურქეთის თავდაცვის სამინისტროს პროექტ „ალტაის“ განხორციელებას იწყებს. რომლის მიხედვითაც, სამხრეთ კორეული „Hyundai Rotem“–ი, გერმანული „MTU“ და თურქული მექანიკისა და ქიმიური მრეწველობის კორპორაცია, თურქეთში, თანამედროვე ტანკების წარმოებას იწყებენ.
პირველი საცდელი ნიმუშის პრეზენტაცია, რომლის დასამზადებლადაც თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ 500 მილიონი დოლარი გამოყო, წლის ბოლოს მოეწყობა. თავდაპირველად 250 ტანკის დამზადება იგეგმება.
0