აზერბაიჯანში რელიგიური ექსტრემისტის ლიკვიდაცია განხორციელდა აზერბაიჯანში რელიგიური ექსტრემისტის ლიკვიდაცია განხორციელდა />


  13:20:02     28-08-2017

აზერბაიჯანში რელიგიური ექსტრემისტის ლიკვიდაცია განხორციელდა

a70348.jpg

აზერბაიჯანის ქალაქ ისმაილში რელიგიური ექსტრემისტის ლიკვიდაცია განხორციელდა, რომელიც ქვეყანაში ტერაქტებს გეგმავდა.

„აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა ტერორიზმთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ჩატარებული გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქე, რელიგიური ექსტრემისტი იაშარ ჯავადოვი, რომელიც აზერბაიჯანის საზღვრებს გარეთ არაკანონიერ შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობდა, ტერორისტულ ორგანიზაციას შეუერთდა, მიიღო დაფინანსება, შეიძინა იარაღი სახელმწიფო უწყებაზე თავდასხმისა და ტერაქტების განსახორციელებლად“, - ნათქვამია აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

ქალაქ ისმაილიში სპეცოპერაციის დროს იაშარ ჯავადოვმა სამართალდამცავებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც ის ორმხრივი სროლის დროს მოკლეს.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომლის ფარგლებში 27 აგვისტოს, ქალაქ ისმაილში მისი დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა.

0

ავტორი: