აშშ-ს ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება აშშ-ს ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება />


  16:52:59     25-08-2017

აშშ-ს ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება

a70335.jpg

შეერთებულ შტატებს ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება.
შტორმი "ჰარვი" მექსიკის ყურეში წარმოიქმნა და თანდათან ძლიერდება. მეტეოროლოგებმა მას უკვე მიანიჭეს მესამე კატეგორია, თუმცა სპეციალისტების პროგნოზით, ის კიდევ უფრო გაძლიერდება.

სტიქია შესაძლოა, ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი ქარიშხალი აღმოჩნდეს, რომელიც შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დაფიქსირდა.ქარის სიჩქარე საათში 153 კილომეტრს შეადგენს. ხმელეთთანმიახლოების დროს კი მისი სიჩქარე გაიზრდება და 3-ე კატეგორიას მიაღწევს.

განგაში რამდენიმე შტატშია გამოცხადებული, მათ შორის ლუიზიანასა და ტეხასში. მოსალოდნელია რეკორდული ნალექი და წყალდიდობაც, რის გამოც შტატის ზოგიერთ ქალაქში მოსახლეობის ევაკუაციაა დაწყებული. ათობით საზღვაო და ავია რეისი უკვე გადაიდო.

2005 წლის აგვისტოში ნიუ ორლეანის 80% მე-5 კატეგორიის, ქარიშხალ კატრინას შედეგად დაიტბორა, რომელიც ყველაზე დამანგრეველი სტიქია აღმოჩნდა შეერთებული შტატების ისტორიაში.
0

ავტორი: