14:28:57     25-08-2017
აზერბაიჯანში საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელი დააკავეს
აზერბაიჯანში საინფორმაციო სააგენტო Turan-ის ხელმძღვანელი მეჰმან ალიევი გადასახადების გადახდისგან თავის არიდებისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.
კერძოდ, სააგენტოს დირექტორს 22 ათასი დოლარის ოდენობის გადასახადების გადაუხდელობაში სდებენ ბრალს. ალიევი კი ბრალდებებს უარყოფს.
როგორც სააგენტო Turan იუწყება, ის 48 საათის განმავლობაში სასამართლოს წინაშე წარსდგება, რომელიც აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ალიევს სახელმწიფო ადვოკატი შესთავაზეს, თუმცა მან განაცხადა, რომ ჰყავს საკუთარი დამცველი.მეჰმან ალიევის დაკავება, საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ დაგმო.
გასულ კვირას ალიევმა სააგენტო „ფრანს პრესთან“ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მისი სააგენტოს ანგარიშები დააყადაღა. მანამდე კი, აზერბაიჯანის გადასახადების სამინისტროს წარმომადგენლებმა Turan-ის ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს და ფინანსური დოკუმენტები ამოიღეს.ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა Turan-ს აზერბაიჯანში ერთადერთი დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო უწოდა და ხელისუფლებას მედიასაშუალების თანამშრომლების დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
საინფორმაციო სააგენტო Turan 1990 წელს დაარსდა.ის პრესის თავისუფლების რეიტინგში 162-ე ადგილს იკავებს.