აშშ-ს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ჯეკპოტი გათამაშდა აშშ-ს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ჯეკპოტი გათამაშდა />


  13:38:42     25-08-2017

აშშ-ს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ჯეკპოტი გათამაშდა

a70324.jpg

მასაჩუსეტსის შტატის სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელმა მევის იონჩიკმა, აშშ-ის ისტორიის ყველაზე მსხვილი ჯეკპოტი 758,7 მილიონი დოლარი მოხსნა და სამსახურიდან წამოვიდა.
გამარჯვებულის იღბლიანი ნომრები იყო: 6, 7, 16, 23, 26 და 4.მთლიანობაში უონჩიკმა 5 ლატარიის ბილეთი იყიდა, გამარჯვებული კი გახდა ის, რომელზეც ქალის ოჯახის წევრების დაბადების დღეების თარიღები იყო მონიშნული.

მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამსახურიდან წამოვიდა, „პირველი, რაც მინდა რომ გავაკეთო, დასვენებაა“, - ამბობს ქალბატონი. საავადმყოფოში განაცხადეს, რომ კანცელარიაში მომუშავე უონჩიკის სტაჟი დაახლოებით 32 წელია.

24 აგვისტოს, აშშ-ში Powerball-ის ლატარეაში 759 მილიონი დოლარის ოდენობის ჯეკპოტი გათამაშდა. გათამაშება აშშ-ის 42 შტატში ტარდება. ყველაზე დიდი ჯეკპოტი მანამდე 2016 წლის იანვარში გათამაშდა. 1,6 მილიარდი დოლარი 3 ადამიანს შორის განაწილდა.

0

ავტორი: