11:12:16     25-08-2017
კომპანია Samsung-ის ვიცეპრეზიდენტი დააპატიმრეს
![a70313.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a70313.jpg)
სამხრეთ კორეის სასამართლომ კომპანია Samsung-ის ვიცეპრეზიდენტს 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
საქმე ეხება კორუფციას, ის ქრთამის მიცემის ბრალდებით სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის ირგვლივ არსებული სკანდალის დროს დააკავეს.
სამხრეთ კორეის პროკურატურა უკმაყოფილებას გამოთქვამს, რადგან მათი მოთხოვნა იყო ლი ჯეიონსთვის 12 წლიანი პატიმრობა შეეფაერდებინათ.
მილიარდელი 49 წლის არის, მას ასევე ბრალად ედება არაკანონიერი გზით ფულადი აქტივების საზღვარგარეთ დამალვა და ფულის გათეთრება. სასამართლომ საბოლოო განაჩენი აგვისტოს ბოლოს უნდა გამოაცხადოს.
ბიზნესმენს ბრალად ედება ქრთამის სახით პრეზიდენტის მეგობარი ქალის ჩხვე სუნ სილის ფონდში 18,3 მილიონი დოლარის გადარიცხვა, რის სანაცვლოდაც გამოძიების ვერსიით ლი ჯეიონმა Samsung-ის ორი შვილობილი კომპანიის გაერთიანების ნებართვა მიიღო. ქალბატონი კორუფციისა და თანამდებობის პირადი მიზნებისთვის გამოყენების ბრალდებით დააკავეს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტს კი იმპიჩმენტი გამოუცხადეს.
ლი ჯეიონი Samsung-ის მემკვიდრედ ითვლება,რადგან კომპანიას ოფიციალურად მისი მამა ხელმძღვანელობს.
0