11:11:01     25-08-2017
აშშ-ში სიკვდილმისჯილებს ახალ ინექციას უკეთებენ
BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ში, კერძოდ ფლორიდაში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელიც რასიზმის ნიადაგზე მკვლელობისთვის იყო გასამართლებული.
სიკვდილით დასჯა ახალი პრეპარატის გამოყენებით მოხდა. 53 წლის მარკ ასეი პირველი მსჯავრდებული გახდა, რომელიც ფლორიდაში რასიზმის ნიადაგზე მკვლელობის ბრალდებით დასაჯეს. მან 1087 წელს აფროამერიკელი მოკლა.
ძველი პრეპარატის შეძენის მხრივ პრობლემები მას შემდეგ შეიქმნა, რაც ბევრმა ფარმაცევტულმა კომპანიამ სიკვდილით დასჯისთვის პრეპარატების მიწოდებაზე უარი განაცხადა. ეტომიდატის სიკვდილით დასჯის დროს გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება ფლორიდის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო, თუმცა სპეციალისტების ნაწილი ამ არჩევანს აკრიტიკებს, რადგან მიიჩნევენ, რომ ამ პრეპარატზე შესაბამისი კვლევა არ ჩატარებულა.