16:38:17     24-08-2017
ისლამური სახელმწიფო ესპანეთს ახალი ტერაქტით ემუქრება
![a70296.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a70296.jpg)
ისლამური სახელმწიფო ესპანეთს ახალი ტერაქტით ემუქრება, შესაბამისი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა.
"ესპანელმა ქრისტიანებმა არ უნდა დაივიწყონ ესპანური ინკვიზიციის მიერ მუსლიმების დაღვრილი სისხლი"- ასეთია მიმართვის შინაარსი.
ბარსელონაში 17 აგვისტოს განხორციელებული თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა.ბოლო მონაცემებით, ბარსელონის რამდენიმე ტერაქტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა. კატალონიის პოლიციელების ცნობით, დაშავებულთა შორის 34 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.