საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ყარაფილასთან  ხანძარია საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ყარაფილასთან ხანძარია />


  14:48:48     24-08-2017

საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ყარაფილასთან ხანძარია

a70293.jpg

საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ყარაფილასთან ხანძარია. ინფორმაციას "რუსთავი2“ ავრცელებს.

ირაკლი საჯაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლის კერები უკვე აღარ ჩანს, თუმცა კვლავ შეინიშნება კვამლი. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი მაშინ გაჩნდა, როდესაც რუსმა სამხედროებმა წვრთნები დაიწყეს. ოკუპანტებმა სამხედრო ბაზიდან სამხედრო ტექნიკა გამოიყვანეს. ადგილზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ძალა ერთობაშია"-ს წევრები იმყოფებოდნენ, რომელთა თქმითაც, წვრთნის დროს ისმოდა სროლის ხმაც. ოკუპანტები საზენიტო დანადგარებიდან და ნაღმტყროცნებიდან ისროდნენ, რა დროსაც მთაზე ცეცხლი გაჩნდა.

"ამ სროლის შედეგად გაჩნდა ცეცხლი, უშუალოდ სროლის პროცესში. თუმცა არ შეიმჩნევა ამ მომენტში გააქტიურება ამ კერების. ამ წუთებში უკვე აღარ ისმის სროლის ხმა. უბრალოდ დგანან ერთ ადგილას,"-განუცხადა "რუსთავი2"-ს "ძალა ერთობაშია"-ს წევრმა ირაკლი საჯაიამ.

0

ავტორი: