11:20:00     24-08-2017
ნიდერლანდებში ტერორისტული საფრთხის გამო კონცერტი გაუქმდა
BBC-ის ინფორმაციით, ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში, ტერორისტული საფრთხის გამო როკ-კონცერტი გაუქმდა.
ქალაქის მერის განცხადებით, ამის მიზეზი კონცერტის ჩატარების ადგილთან ახლოს გაზის ბალონების აღმოჩენა გახდა. აჰმუდ აბუტალების განმარტებით, ბალონები ავტობუსში აღმოაჩინეს, რომლის მძღოლი უკვე დაკავებულია.ის ესპანეთის მოქალაქე აღმოჩნდა.
უკავშირდება თუ არა აღნიშნული ფაქტი ტერორისტულ საფრთხეს, ჯერჯერობით უცნობია.