სოჭში პუტინისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მიმდინარეობს სოჭში პუტინისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მიმდინარეობს />


  16:08:07     23-08-2017

სოჭში პუტინისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მიმდინარეობს

a70259.jpg

სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

პუტინმა ისრაელთან თანამშრომლობის დონე დადებითად შეაფასა.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენ ურთიერთქმედების ასეთი ეფექტური მექანიზმი გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია მაღალ დონეზე შევხვდეთ ერთმანეთს და განვიხილოთ ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონში არსებული ვითარება“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.


ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განაცხადებით, სირიაში ირანის პოზიციების გაძლიერება ისრაელისთვის და სრულიად მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.


„იქ, სადაც „ისლამურ სახელმწიფოს“ ვამარცხებთ და ტერორიზმი ქრება, იქ ირანი შედის. არ შეგვიძლია დავივიწყოთ, რომ ირანი ყოველდღე ემუქრება ისრაელს განადგურებით, ახდენს ტერორისტული ორგანიზაციების შეიარაღებას, ხელს უწყობს ტერორს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ. 0

ავტორი: