17:48:53     22-08-2017
კოცონიდან სტიქიამდე - ვინ არის დამნაშავე ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის გამო? (ფაქტები)
„sos! სოფ. დაბაში ცეცხლის კერა გაჩნდა, საჭიროებს დროულ ლიკვიდირებას , ქარი ხელს უწყობს ცეცხლს, მოედოს დანარჩენ ტერიტორიას! საჭიროებს ვერტფრენის დახმარებას“, - სოფელ დაბას ფეისბუქ-გვერდზე ხანძრის შესახებ ინფორმაცია 20 აგვისტოს, 2 საათსა და 52 წუთზე დაიდო.
[I=2]ინფორმაციას თან ერთვოდა ფოტო-მასალაც, საიდანაც ჩანს რომ ხანძარი არც ისე მასშტაბური იყო.
თუმცა, მიუხედავად არაერთი თხოვნისა, ხელისუფლებამ სოფელ დაბას მახლობლად გაჩენილ უწყინარ კოცონს სათანადო ყურადღება არ მიაქცია და შედეგიც მძიმე მივიღეთ.
10 კვადრატულ მეტრზე გაჩენილმა ცეცხლმა, 10 ჰექტრამდე ფართობი, მათ შორის 30 ათასამდე ნარგავი უკვე გაანადგურა.
ხელისუფლებამ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ღონისძიებები მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ცეცხლი რამდენიმე ჰექტარს მოედო...
[I=3]შესაბამისად, ხანძრის მასშტაბები დღეს უკვე ასე გამოიყურება...
არადა, მაშინვე რომ გამოენახათ დრო ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად, დღეს სტიქიასთან ბრძოლა და მეზობლების დახმარება არ დაგვჭირდებოდა. გადავარჩენდით 30 ათასამდე ნერგსაც...
მეტიც: შს მინისტრი, რომელიც ადგილზე თეთრი პერანგით ჩავიდა, ჯერ კიდევ გუშინ გვარწმუნებდა რომ ხანძარი ლოკალიზებული იყო.
თუმცა, მოგვიანებით, ყველამ დავინახეთ თუ როგორი „ლოკალიზებული“ იყო ცეცხლი, რომელიც ამჟამად დასახლებულ პუნქტებს ემუქრება...
0