12:28:13     22-08-2017
ინდოეთის სასამართლომ მუსლიმური განქორწინება აკრძალა
![a70176.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a70176.jpg)
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთის უზენაისმა სასამართლომ დაადგინა, რომ ინდოელ მუსლიმებში მიღებული განქორწინების წესი, არაკონსტიტუციურია. როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ეს ინდოეთში ქალის უფლებების დაცვის პირველი წარმატებაა.
შეგახსენებთ, რომ მუსლიმური განქორწინების წესის აკრძალვაზე განხილვა მაისიდან მიმდინარეობდა. განხილვის მიზეზი, ბევრი მუსლიმი ქალის მიერ ხელმოწერილი პეტიცია გახდა. სასამართლოს უნდა დაედგინა, რამდენად შედიოდა განქორწინების ასეთი პრაქტიკა ისლამურ წესებში.
ინდოეთში არ არსებობს ერთიანი სამოქალაქო კოდექსი - ყველა რელიგიური კავშირი თავისი კანონებით ცხოვრობს.
0