18:41:29     21-08-2017
ბარსელონას ტერაქტის შემსრულებებლი მსოფლიო მასშტაბით იძებნება
![a70153.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a70153.jpg)
ბარსელონას ტერაქტის განმხორციელებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებენ, მან 17 აგვისტოს ბარსელონაში 13 ადამიანი მოკლა, პოლიციის თქმით, ტერორისტის იდენტიფიცირება მოხდა, თუმცა მის სახელს არ ასაჯაროებენ. ინფორმაციას აღნინულის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
როგორც ირკვევა, პოლიცია განიხილავს ვერსიას, რომელშიც ტერაქტის შემდეგ 90 წუთში, აბუიაკუბი კლავს ესპანელს და მის ავტომობილს იპარავს.
ტერაქტში ეჭვმიტანილი დანარჩენი 3 მაროკოელი - მუსი უკაბირი, საიდ ალი და მოჰამედ ჰიჩამი - მოკლულია. თავდასხმასთან დაკავშირებული კიდევ 8 პირი დაკავებულია.
კატალონიის ხელისუფლებამ უარყო ის ფაქტი, რომ 2 თვის წინ CIA-მ ტერაქტის გეგმის შესახებ წინასწარ გააფრთხილა. „საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურთან მანამდე არანაირი კონტაქტი არ გვქონია“ - განაცხადეს ბარსელონაში.
შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს, დღისით, ბარსელონაში, მიკროავტობუსი ხალხით გადატვირთულ რამბლეს ქუჩაზე შევარდა. მოგვიანებით, სატვირთო მანქანით უცნობი პირი პოლიციელებს დაეჯახა, რომლებიც პერიმეტრს იცავდნენ. დაშავდა ორი პოლიციელი.ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
0