მზის დაბნელებისას კრუიზზე ბონი ტაილერი Total Eclipse of the Heart-ს შეასრულებს მზის დაბნელებისას კრუიზზე ბონი ტაილერი Total Eclipse of the Heart-ს შეასრულებს />


  17:57:07     21-08-2017

მზის დაბნელებისას კრუიზზე ბონი ტაილერი Total Eclipse of the Heart-ს შეასრულებს

a70151.jpg

21 აგვისტოს, უელსელი მომღერალი ბონი ტაილერი მზის სრული დაბნელებისას კრუიზზე Total Eclipse of the Heart შეასრულებს. ბონი ტაილერი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჰიტს მაშინ შეასრულებს, როდესაც მთვარე მზის წინ ჩაივლის.

გემმა ფლორიდის სადგური კვირას დატოვა. ის კარიბის ზღვის გავლით სინტ-მარტენისკენ გაცურავს.მზის სრული დაბნელება ზღვის ძალიან ვიწრო არეალში იქნება ხილული, ამიტომ გემი ზუსტად გაჰყვება დაბნელების ტრაექტორიას.

Total Eclipse of the Hear 80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერაა, რომელიც თვეების განმავლობაში მსოფლიო ჩარტების სათავეში იყო.

0

ავტორი: