ტრამპი ავღანეთთან  დაკავშირებით  საკუთარ სტრატეგიაზე ისაუბრებს ტრამპი ავღანეთთან დაკავშირებით საკუთარ სტრატეგიაზე ისაუბრებს />


  10:57:15     21-08-2017

ტრამპი ავღანეთთან დაკავშირებით საკუთარ სტრატეგიაზე ისაუბრებს

a70125.jpg

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებულ ძალებსა და ამერიკელ ხალხს ვირჯინიის შტატის ქალაქ არლინგტონში მდებარე ფორტ-მაიერის ბაზიდან მიმართავს.

ტრამპი დღეს ავღანეთთან დაკავშირებით თავის სტრატეგიას წარადგენს. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ მისი საუბარი ამერიკული კონტინგენტის რაოდენობის გაზრდას შეეხება.ის ავღანეთში დამატებით 4 000 სამხედროს გაგზავნას აპირებს.


გასულ პარასკევს დონალდ ტრამპმა ახალი სტრატეგია აშშ-ის ნაციონალური უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა. შაბათ-კვირას კი აშშ-ის სამეთაურო შტაბის ხელმძღვანელი, გენერალი ჯოზეფ ვოუტელი პაკისტანსა და ავღანეთში იმყოფებოდა.

0

ავტორი: