10:56:01     21-08-2017
აშშ-ის სარაკეტო ხომალდი ნავთობის ტანკეტს შეეჯახა
ამერიკული სარაკეტო სამხედრო ხომალდი „ჯონ მაკკეინი“ სინგაპურთან მალაკის სრუტეში სავაჭრო ხომალდს შეეჯახა. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების მე-7 ფლოტი ადასტურებს.
შემთხვევა დილით მოხდა. ხომალდი სინგაპურის პორტში მიემართებოდა, გავრცელებული ინფორმაციით, დაიკარგა 10, ხოლო დაშავდა 5 მეზღვაური. მიმდინარეობს სამაშველო და სამძებრო სამუშაოები.
ინციდენტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სენატორი ჯონ მაკკეინი.
ამერიკული სამხედრო ხომალდი სენატორ ჯონ მაკკეინის მამისა და ბიძის, ადმირალების ჯონ მაკკეინ უფროსისა და ჯონ მაკკეინ უმცროსის პატივსაცემად მათ სახელს ატარებს.
0